logo
ENG



დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ [ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა] - რიჟვაძე

07 მარ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 
დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ [ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა] - რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო თუ უკრიანამ, ეს "დარგის ექსპერტებმა" იციან. ეს განცხადება რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ტვ პირველის კითხვის პასუხად გააკეთა. 

"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს. მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას", -თქვა მან. ჟურნალისტის განმეორებით კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ამაზე რიჟვაძე პასუხობს: "საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ". 

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შედეგად, ლტოლვილად მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა. რუსეთი რამდენიმე ქალაქს უტევს, თუმცა, წარმატებას ვერ აღწევს.

 


close დახურვა